ქართული English
განხორციელებული პროექტები
2013/11/14
კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტების დაჯილდოვება

პროექტის სათაური: კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კურსის წარჩინებული კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტების დაჯილდოება

პროექტის განხორციელების თარიღი: 9 ნოემბერი 2013

ბენეფიციარი: სტუდენტები

საგრანტო თანხა: 500 ლარი (თანამონაწილეობა)

 

9 ნოემბერს, ფონდი "არძას" ეგიდით „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის“გენერალურმა დირექტორმა ბ–ნმა აიეტ კუკავამ კავკასიის უნივერსიტეტში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის საგანში საუკეთესო შედეგების მქონე სამი სტუდენტი დააჯილდოვა. უნივერსიტეტსა და „ალიანს ჯგუფ ჰოლდინგს“ შორის გაფორმებული თანამშრომლობის ფარგლებში, აღნიშნული დაჯილდოება უკვე მესამე წელია იმართება.

პირველი ადგილი ორმა სტუდენტმა, ნინო მელიქიძემ და ნინო რეხვიაშვილმა გაიყვეს, მათ კომპანიისგან 500 ლარის ოდენობის ფულადი ჯილდო გადაეცათ, მესამე ადგილზე კი მირანდა სურმანიძე გავიდა და კომპანიისგან 200 ლარი მიიღო. გამარჯვებულებს კომპანიისგან გადაეცათ წიგნები კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ, აგრეთვე, შესაძლებლობა გაიარონ 3–6 თვიანი სტაჟირება „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგსა“ და მის შვილობილ კომპანიებში.

„აღნიშნულ ინიციატივაში მონაწილეობა, ჩვენთვის განსაკუთრებით საპატიოა, რადგანაც ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის ერთ–ერთი მთავარი მიმართულება, სწორედ ახალგაზრდა თაობებში ეთიკური ბიზნეს პრინციპების დანერგვა და პოპულარიზებაა. მიგვაჩნია, რომ ბიზნეს კომპანიების წარმატება მხოლოდ ეკონომიკური მაჩვენებლებით არ უნდა შეფასდეს, არამედ იმითაც, თუ რა სარგებელს ვუქმნით ზოგადად საზოგადოებას. ვფიქრობთ, რომ ახალგაზრდა თაობებში ინვესტირება, კომპანიას დიდ წარმატებას მოუტანს, რადგანაც სწორედ მათი გაძლიერება ჩვენი და ზოგადად ქვეყნის ბიზნეს გარემოს წარმატების გარანტიაა“ – განაცხადა „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის“ გენერალურმა დირექტორმა, ბ–ნ აიეტ კუკავამ.

დაჯილდოების ცერემონიალის დასრულების შემდეგ გამარჯვებულებისთვის მიძღვნილი სახელობითი სტენდი საზეიმოდ გახსნა.

მაისი, 2024
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
0102030405
06070809101112
13141516171819
20212223242526
2728293031