ქართული English
სოციალური პროექტები

„ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი“ თავისი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მიზნად ისახავს ფონდი „არძას“ ეგიდით განახორციელოს სხვადასხვა სოციალური პროექტები, რომლებიც მიმართულნი იქნებიან საზოგადოების ერთ–ერთი ყველაზე უმწეო და მოწყვლადი სეგმენტის დახმარებასა და ზრუნვაზე.

ამ მიზნით ფონდი დახმარებას უწევს სხვადასხვა მზრუნველობა–მოკლებულ ბავშვთა სახლებს, მოხუცთა თავშესაფრებს და იმ პირებს, რომლებიც ამ დახმარებას საჭიროებენ. დახმარება შეიძლება განხორციელდეს როგორც ფინანსური, ისე საყოფაცხოვრებო ნივთებისა და სასურსათე პროდუქტების უზრუნველყოფის გზით.

ფონდის მიერ 2011 წელს განხორციელებული პროექტები:

• სს „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგისა და მისი შვილობილი კომპანიების (შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ალიანს ჯგუფი“; შპს „ალიანს ჯგუფი ლიზინგი“) ფინანსური მხარდაჭერით დიღმის ბავშვთა სახლში განახორციელა საქველმოქმედო აქცია. ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს თანაბრად გადაეცათ სხვადასხვა საგანამანთლებლო ნივთები; 

• სსიპ „სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს“ ფილიალს – თბილისის ბავშვთა სახლს გადაეცა ტკბილეულობა, წიგნები, საკანცელარიო ნივთები, გამათბობელი;

• მღვდელმონაზონ იაკობ ბარამაშვილს გადაეცა სამედიცინო დახმარებისათვის (ოპერაციისათვის) საჭირო თანხის ნაწილი;

• ზუგდიდის ბავშვთა სახლს საჩუქრად გადაეცა საგანმანათლებლო და შემეცნებითი წიგნები.

 

ნოემბერი, 2017
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
0102030405
06070809101112
13141516171819
20212223242526
27282930