ფონდი „არძას“ საქმიანობას მართავს სს „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის“ მიერ სპეციალურად შექმნილი სოციალური კომიტეტი, რომელიც განსაზღვრავს კომპანიის სოციალურ ასპექტებს და მეთვალყურეობს ფონდის მიერ ორგანიზებულ და განხორციელებულ პროექტებს.
ფონდის დირექტორი: აიეტ კუკავა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და სტატისტიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებული, ბიზნეს ადმინისტრირების მაგისრი კლარკის უნივერსიტეტში (მასაჩუსეტსი, აშშ), ფინანსების განხრით, დამთავრების შემდეგ აიმაღლა კვალიფიკაცია შემდეგი მიმართულებებით: სტრატეგიული ბიზნეს მენეჯმენტი, უსაფრთხო დაფინანსება, ბიუჯეტის ანალიზი, საერთაშორისო ბიზნესი და საგარეო ვაჭრობა.
1997 წელს, მუშაობა დაიწყო „აბსოლუტ ბანკში“, სესხების პორტფელის მართვის უფროსი საკრედიტო ექსპერტის თანამდებობაზე, მას შემდეგ, მუშაობდა საბანკო სექტორში, თანამშრომლობდა Jefferson Pilot Securities Corporation–თან (მასაჩუსეტსი, აშშ), Pepsi-Cola Bottles საქართველო, Central State Bank (Muscatine, IA), Bank of New York (NY, USA), Creditinfo საქართველოსთან. ამავდროულად, თავმჯდომარეობდა საქართველოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციას.
2005 წელს, დაარსა სს „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი“ და გახდა მისი აღმასრულებელი დირექტორი. ამჟამად, მართავს ჰოლდინგს და მის შვილობილ კომპანიებს.
პროექტის კოორდინატორი: სალომე კუკავა