ქართული English
განხორციელებული პროექტები
2012/03/26
ქართველი მოფარიკავეს დაფინანსება საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობის მისაღებად

პროექტის სათაური: საერთაშორისო ტურნირი ფარიკაობაში

პროექტის განხორციელების თარიღი: 23–26 მარტი 2012

ბენეფიციარი: საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის მოფარიკავე და მწვრთნელი

საგრანტო თანხა: 900 ლარი (თანამონაწილეობითი კონტრიბუცია)

2012 წლის 23–26 მარტს პოლონეთის ქ. ვროცლავში გაიმართება ბავშვთა საერთაშორისო ტურნირი ფარიკაობაში (1999–2000 წ.წ. დაბადებულთა შორის). პროექტის მიზანია ფინანსური დახმარების გაწევა მოფარიკავე მელია ანასა და მწვრთნელ ხათუნა ჭუმბურიძისათვის, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს მოფარიკავეთა ფედერაციას პოლონეთის ქ.ვროცლავში დაგეგმილ საერთაშორისო ტურნირზე. ამასთანავე, პროექტის მიზნად ისახავს აღნიშნული სპორტის აქტიურ პოპულარიზაციას საქართველოს მაშტაბით.

მელია ანა არის 9 შვილიანი ოჯახიდან და უკვე წელიწადნახევარია რაც ეუფლება ფარიკაობას. ამ მცირე ხნის განმავლობაში, მან მიიაღწია უამრავ წარმატებას; კერძოდ ის თავისი ასაკის ბავშვებში არის საქართველოს სამ გზის ჩემპიონი ფარიკაობაში; თბილისის მერიის თასის გამარჯვებული; მრავალგზის პრიზიორი საქართველოს კადეტთა და იუნიორთა ჩემპიონატებში; 2011 წლის მსოფლიოს ბავშვთა თამაშში მეორე ადგილის მფლობელი და 2011 წლის ნოემბერში ჩატარებულ მოფარიკავეთა საერთაშორისო ტურნირზე პირველი ადგილის მფლობელი 20–წლამდე ასაკის ბავშვებში. ამავდროულად, მელია ანა ყოველთვიურად თბილისის მერიისგან იღებს სტიპენდიას, რომელიც მერიამ წარმატებულ სპორტმენთათვის დააწესა. ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის საქველმოქმედო ფონდმა „არძამ“ გადაწყვიტა ფინანსური მხარდაჭერის გაწევა ანა მელიასა და გოგონათა ნაკრების მწვრთნელისათვის.

2012 წლის 23–26 მარტს ტურნირში მონაწილეობის მისაღებად საქართველოდან გაემგზავრა საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის გოგონათა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ხათუნა ჭუმბურიძე და მოფარიკავე ანა მელია. აღნიშნულ ტურნირში მონაწილეობას იღებდა 151 გოგონა, მსოფლიოს 32 ქვეყნიდან, მათ შორის: უნგრეთი, პოლონეთი, რუმინეთი, იტალია, უკრაინა, რუსეთი, სლოვაკეთი და ა.შ. პირველ შესარჩევ ტურში ანამ  სამი ბრძოლა მოიგო და გადავიდა ოლიმპიური სისტემის შემდეგ ტურში. ანა მელიას ტურნირის ბოლო ეტაპზე რუსეთის წარმომადგენელთან მოუხდა შებრძოლება, რომელიც 12–10 ანგარიშით, რუსის გამარჯვებით დასრულდა.

აპრილი, 2024
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
01020304050607
08091011121314
15161718192021
22232425262728
2930