ქართული English
მიმდინარე პროექტები
2013/10/24
ერთად დავაფინანსოთ წიგნი ბავშვებისთვის – „მოგზაურობა ბიბლიის სამყაროში“

პატრიარქის ლოცვა–კურთხევით, იგეგმება საბავშო ბიბლიის, „მოგზაურობა ბიბლიის სამყაროში“ გამოცემა, რომელიც უფასოდ დარიგდება საქველმოქმედო მიზნით, აფხაზეთში, საინგილოში, აჭარასა და ქვეყნის გარეთ მცხოვრებ ქართველებში.

წიგნი განსხვავებულია სხვა დანარჩენი საბავშვო წიგნებისაგან. წიგნში, მთავარი გმირი პატარა ანდრია თავის ნათლიას, მამა გიორგის ესაუბრება და მისთვის და სხვა ბავშვებისთვისაც საინტერესო კითხვებზე ღებულობს პასუხს. ამ ლიტერატურული ხერხით, მარტივი და ბავშვებისთვის გასაგები ენით, აღწერილია ძველი სახარება და ახალი აღთქმა. წიგნი გაფორმებულია უძველეს ქართულ ხელნაწერებში მოძიებული ქართული ხატებით, რაც აღნიშნულ გამოცემას კიდევ უფრო შთამბეჭდავსა და უნიკალურს ხდის.

საქველმოქმედო ფონდი „არძა“ ჩაერთო აღნიშნულ ინიციატივაში და აპირებს 1000–მდე წიგნის დაფინანსებას. თუმცა, აღნიშნული კონტრიბუცია საკამარისი არ არის სასურველი რაოდენობის გამოსაცემად. შესაბამისად, ნებისმიერ მსურველს, ინდივიდუალურ ასევე იურიდიულ პირებს, შეუძლიათ შემოუერთდნენ ფონდს აღნიშნულ აქციაში და საკუთარი კონტრიბუციით მოახდინონ წიგნის გამოცემის თანა–დაფინანსება.

დაინტერესების და დამატებითი ინფორმაციის მიღებისთვის, შეგიძლიათ დაგვიკავშირდით ნომერზე: 2 42 41 81.

აპრილი, 2024
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
01020304050607
08091011121314
15161718192021
22232425262728
2930