2015/06/02
ფონდი "არძას" დამფუძნებელი კომპანია, ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი CSR კლუბის თანადამფუძნებელი გახდა
ფონდი "არძას" დამფუძნებელი კომპანია, “ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი“ შეუერთდა სოციალური პასუხისმგებლობის კლუბს, რომლის მიზანია, საზოგადოებაში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართ ცოდნის ამაღლება და ერთობლივი, გრძელვადიანი საქმიანობით კლუბის წევრებთან/პარტნიორებთან/დონორებთან, ერთობლივი სამოქალაქო საზოგადოების მდგრადი განვითარების ხელშეწყობა.
შეგახსენებთ, რომ სოციალური პასუხისმგებლობის კლუბი 27 მაისს შეიქმნა, რომლის ინიციატორები არასამთავრობო ორგანიზაცია – სიდა და პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია – ჯეპრა არიან.