ქართული English
სიახლეები
2015/03/20
უფასო სასადილო მზუნველობა მოკლებულ ბავშვებს

“ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის“ თანამშრომლები ჩაერთნენ საქველმოქმედო ფონდ „მომავლის გზის“ პროექტში „გააძლიერე ოჯახი, სადილი ბავშვებს“. კომპანიის თანამშრომლები ყოველწლიურად 120 ლარს ჩარიცხავენ ფონდის ანგარიშზე, ბავშვებისთვის უფასო სასადილოს ფუნქციონირებისათვის.

პროექტი „გააძლიერე ოჯახი, სადილი ბავშვებს“ მიზანია 100 ოჯახის გაძლიერება, ბავშვთა სახლებიდან ბავშვების დედასთან ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნება და შიმშილის ზღვარს მიღმა ბავშვების კვებით უზრუნველყოფა. სადილი ბავშვებს კი ითვალისწინებს ბავშვებისათვის უფასო სასადილოს გახსნას. ეს პროექტი განკუთვნილია იმ ოჯახებზე, სადაც მცირეწლოვანი ბავშვები ცხოვრობენ და მათი სიცოცხლე რისკის ქვეშეა. უფასო სადილის პროგრამაში უკვე ჩართულია 35 ბავშვი, თუმცა პროგრამაში ჩართვის მომლოდინეთა რიცხვი – 135–ს აღწევს.

ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, „ალიანს ჯგუფ ჰოლდინგსა“ და საქველმოქმედო ფონდ „მომავალის გზას“ შორის გაფორმდება ხელშეკრულება, სრული გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად.

დეკემბერი, 2024
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
01
02030405060708
09101112131415
16171819202122
23242526272829
3031