ფონდ „არძას“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „ირის ჯგუფს“ შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, საქველმოქმედო ფონდმა არასამთავრობო ორგანიზაციის პროგრამის „მრავალფეროვნების სკოლის“ ერთერთი პროექტის დააფინანსა.
„მრავალფეროვნების სკოლის“ ფარგლებში ხორციელდება საზოგადოებისთვის სასარგებლო თორმეტი მოხალისეობრივი პროექტი, რომლის მიზანია პლურალისტური საზოგადოების ჩამოყალიბება საქართველოში და ქვეყანაში მცხოვრებ განსხვავებულ სოციალურ ჯგუფებს შორის ურთიერთობის ამაღლების ხელშეწყობა. ფონდმა დააფინანსა პროექტი „ერთად მომავლისკენ“, რომლის ფარგლებში მოეწყო ტრეინინგები ხაშურის მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლში, ეფექტური კომუნიკაციისა და სამუშაოს მოძიების გზების საკითხებზე. ტრეინინგს ესწრებოდა 30–მდე მონაწილე. ტრეინინგის შემდეგ, მოხდა ბენეფიციარებისა და სკოლის მოსწავლეების წაყვანა ფილმის ჩვენებაზე, ბავშვების დაახლოებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით. ტრეინინგზე გამოვლენილი საჭიროებების გათვალისწინებით, ფონდმა „არძამ“ გადაწყვიტა ბავშთა სახლს შეუძინოს საგანმანათლებლო ნივთები და წიგნები.
ფონდი „არძა“ მომავალშიც გააგრძელებს მსგავსი ტიპის აქტივობების განხორციელებას.