ქართული English
სიახლეები
2012/05/16
ფონდი „არძა“ ზეკარის მამათა მონასტერს უწევს დახმარებას

2012 წლის 2 მაისს, ფონდმა „არძამ“ ფინანსური დახმარება გაუწია საქართველოს საპატრიარქოს ურბნისისა და რუისის ეპარქიას, ზეკარის წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელის სახელობის მამათა მონასტრის მშენებლობისათვის. მონასტრის მთავარი ტაძარი დანგრეულა 1940 წლის მიწისძვრის დროს. გამოყოფილი თანხა, მონასტრის მშენებლობა–რესტავრაციას მოხმარდება.

ზეკარის მამათა მონასტერი, რომელიც ადრინდელი ფეოდალური ხანით თარიღდება მდებარეობს სოფ. ზღუდრეში, ქარელის რეგიონი. მონასტერი თავისი ნაგებობებით წააგავს ვერასა (ატენი) და კვირიკე წმინდის (ბორჯომის ხეობა) მონასტრებს. ზეკარის კომპლექსში შედის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია, სამრეკლო, სატრაპეზო, გალავანი და სხვა ნაგებობათა ნაშთები.

აპრილი, 2024
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
01020304050607
08091011121314
15161718192021
22232425262728
2930