ქართული English
სიახლეები
2012/04/14
სააღდგომო საჩუქარი ბედიანის ბავშთა სახლს

2012 წლის 14 აპრილს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, ფონდმა „არძამ“ „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგისა“ და მისი თანამშრომლების მხარდაჭერით, წალკის რაიონში არსებულ სოფელ ბედიანის ბავშთა სახლის აღსაზრდელებისათვის გამართა საქველმოქმედო აქცია. საქველმოქმედო აქციის მიზანი იყო ბავშვთა სახლის საგანმანათლებლო და საყოფაცხოვრებო ნივთებით აღჭურვა.

ბედიანის ბავშვთა სახლს 13 აღსაზრდელი ჰყავს, აქედან 9 ბიჭი და 4 გოგო (9–21წ.). თითოეული ბავშვი განსაკუთრებულად ნიჭიერი და გამორჩეულია თავიანთი გონებრივი და სულიერი ღირებულებებით, რომელიც ბავშვთა სახლის აღმზრდელის ზვიად ხაფავას დაუღალავი შრომისა შედეგია.

მაისი, 2024
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
0102030405
06070809101112
13141516171819
20212223242526
2728293031