ქართული English
განათლება

თანამედროვე კონკურენტულ გარემოში, ადამიანების პიროვნული და პროფესიული განვითარების და თვითდამკვიდრებისათვის, განათლება მთავარ წინაპირობას წარმოადგენს.  ფონდი „არძას“ საგანმანათლებლო საქმიანობის მიზანია ბიზნეს ეთიკის პრინციპების შესახებ ცნობიერების ამაღლება ახალგაზრდა ლიდერებში და მზარდი თაობის სწორ ფასეულობებზე ორიენტირება.

ამ მიზნით, ფონდი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებთან, სასწავლო პროგრამებში კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობისა და ბიზნეს ეთიკის პროგრამების დამატების მიზნით. ბიზნეს ეთიკის პრინციპების წახალისების მიზნით, სტუდენტები „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგისა“ და მისი შვილობილების კომპანიებში გადიან სტაჟირებასა და გამოცდილების გაზიარებას.   

აღნიშნული მიზნებიდან გამომდინარე, „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგმა“ ფონდი არძას ეგიდით 2011 წლის თებერვალში „კავკასიის უნივერსიტეტთან“ გააფორმა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის საფუძველზეც კავკასიის უნივერსიტეტში დაინერგა ახალი საგანი – კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა. მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, ყოველ წელს აღნიშნული საგანში, საუკეთესო წარჩინებული სამი სტუდენტი, მიიღებს ფულად ჯილდოსა და წიგნებს კორპორატიულ ბიზნეს ეთიკის თემაზე. ამასთანავე, წარჩინებულ სტუდენტებს საშუალება ექნებათ გაიარონ 3-6 თვემდე სტაჟირება მის მიერვე არჩეულ ჯგუფში შემავალ, შვილობილ კომპანიაში.

მაისი, 2024
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
0102030405
06070809101112
13141516171819
20212223242526
2728293031