ქართული English
განხორციელებული პროექტები
2011/11/10
კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტთა დაჯილდოვება

პროექტის სათაური: კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კურსის წარჩინებული კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტების დაჯილდოება

პროექტის განხორციელების თარიღი: 9 ნოემბერი 2011

ბენეფიციარი: სტუდენტები

საგრანტო თანხა: 600 ლარი (თანამონაწილეობა)

2011 წლის 9 ნოემბერს, სს ”ალიანს ჯგუფი ჰოლდინგმა” ფონდი "არძას" ეგიდით კავკასიის უნივერსიტეტში, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის საგანში საუკეთესო შედეგების მქონე სამი სტუდენტი დააჯილდოვა. სტუდენტებმა საჩუქრად მიიღეს ფულადი ჯილდოები, წიგნები კორპორაციული ბიზნეს ეთიკის თემაზე და საშუალება მიეცათ გაიარონ 3–6 თვიან სტაჟირება სს ”ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი”–ს შვილობილ კომპანიებში.

სააქციო საზოგადოება ”ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის” გენერალური დირექტორის ბატონ აიეტი კუკავას განცხადებით, ”ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის” კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ–ერთი მთავარი პრიორიტეტი ახალგაზრდებში სწორი ფასეულობების გავრცელება და ეთიკური ბიზნესის პრინციპების დანერგვაა. ”კავკასიის უნივერსიტეტი ბიზნეს ლიდერების მომავალ თაობას ზრდის. შესაბამისად, აუცილებელია ახალგაზრდებმა იცოდნენ, თუ რა მნიშვნელობა ენიჭება ბიზნესის ეთიკურად წარმართვას, არა მარტო მორალური თვალსაზრისით, არამედ კონკრეტული ორგანიზაციის წარმატებისა და მთლიანად ქვეყანაში ეკონომიკის განვითარების კუთხით”.

პირველი ადგილის მფლობელი რევაზ კოტრიკაძე უკვე ალიანს ჯგუფ კაპიტალში მუშაობს, როგორ რევაზი აღნიშნავს, მსგავსი ინიციატივა დიდ სტიმულს აძლევს სტუდენტებს, მეტი ძალისხმევა ჩადონ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის შესწავლაში. „ალიანს ჯგუფში მუშაობით, მე ბევრ ახალ და საინტერესო თვისებებს ვიძენ, რაც მთავარია, კომპანია მეხმარება, პრაქტიკული გამოცდილებით, დავინახო თუ რა მნიშვნელობა ენიჭება ბიზნესის ეთიკურად მმართვას თანამედროვე სამყაროში“.

”ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი” და კავკასიის უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობენ მომავალ ლიდერებში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობის გაცნობიერებისა და განვითარებისათვის. გასულ წელს ხელმოწერილი მემორანდუმის შესაბამისად, ”ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი” კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის საგანში საუკეთესო შედეგების მქონე სტუდენტებს ყოველწლიურად დაასაჩუქრებს.

მარტი, 2024
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
010203
04050607080910
11121314151617
18192021222324
25262728293031