პროექტის სათაური: საქველმოქმედო აქცია ბედიანის ბავშვთა სახლისათვის
პროექტის განხორციელების თარიღი: 14 აპრილი 2012
ბენეფიციარი: ბედიანის ბავშვთა სახლის აღსაზრდელები
საგრანტო თანხა: – (თანამშრომელთა დონაცია)
საქველმოქმედო აქციის მიზანია ბედიანის ბავშვთა სახლის საგანმანათლებლო და საყოფაცხოვრებო ნივთებით აღჭურვა და ბედიანის აღსაზრდელებთან დაახლოება/დამეგობრება.
ბედიანის ბავშვთა სახლს 13 აღსაზრდელი ჰყავს, აქედან 9 ბიჭი და 4 გოგო (9–21წ.). თითოეული ბავშვი განსაკუთრებულად ნიჭიერი და გამორჩეულია თავიანთი გონებრივი და სულიერი ღირებულებებით, რომელიც ბავშვთა სახლის აღმზრდელის ზვიად ხაფავას დაუღალავი შრომისა შედეგია.
ფონდმა გადაწყვიტა აღნიშნული პროექტის დაფინანსება და 2012 წლის 14 აპრილს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგისა“ და მისი თანამშრომლების მხარდაჭერით, წალკის რაიონში არსებულ სოფელ ბედიანის ბავშთა სახლის აღსაზრდელებისათვის გამართა საქველმოქმედო აქცია.
ფონდი „არძას“ თავისი მოღვაწეობის ფარგლებში აუცილებლად განაგრძობს მსგავსი ტიპის საქველმოქმედო პროექტების განხორციელებას და ჩვენ ყოველთვის მოხარული ვიქნებით თუ თქვენც, თქვენი კეთილი ნებით შემოგვიერთდებით სასარგებლო და საჭირო პროექტების წარმატებულად განხორციელებაში, რათა ერთად ვაკეთოთ კეთილი საქმე.