ქართული English
განხორციელებული პროექტები
2012/03/08
განსაკუთრებული საჩუქარი ხანდაზმულებს 8 მარტს

პროექტის სათაური: საქველმოქმედო აქცია მოხუცთა თავშესაფარ „თაობაში“

პროექტის განხორციელების თარიღი: 8 მარტი 2012

ბენეფიციარი: მოხუცები (15 ქალი და 12 კაცი)

საგრანტო თანხა: 400 ლარი

საქართველო მიეკუთვნება ისეთი ქვეყნების რიცხვს, სადაც გამოხატულია მოსახლეობის დაბერების მკაფიო ტენდენცია, ხოლო ამ დემოგრაფიული და მასთან დაკავშირებული მრავალწახნაგოვანი ცვლილებების საპასუხოდ ეფექტური ღონისძიებები არ ტარდება.

პროექტის მიზანია მოხუცთა თავშესაფარ „თაობის“ დღის ცენტრში ქალთა დღესთან დაკავშირებით სოციალური-კულტურული ღონისძიების მოწყობა და მოხუცებისათვის სხვადასხვა საყოფაცხოვრებო საჭიროების შეძენა.

2012 წლის 8 მარტს ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ფონდ „არძამ“ „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგისა“ და მისი თანამშრომლების ფინანსური მხარდაჭერით, ფონდი „თაობის“ დღის ცენტრის მოსარგებლე 27 ხანდაზმულისათვის გამართა საქველმოქმედო აქცია. საქველმოქმედო აქციის მიზანი იყო მოხუცებისათვის სოციალური–კულტურული ღონისძიების გამართვა და მათი სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთებით აღჭურვა, აგრეთვე, მოხუცების მორალური მხარდაჭერა. საქველმოქმედო აქცია ძალიან ხალისიანად და წარმატებით ჩატარდა, ხანდაზმულებმა თავიანთი უზომო კმაყოფილება და სიხარული აქციაში აქტიური ჩართულობით გამოხატეს.

ფონდი „არძა“ აუცილებლად განაგრძობს მსგავსი ტიპის საქველმოქმედო პროექტების განხორციელებასა და ჩვენ ყოველთვის მოხარული ვიქნებით თუ თქვენც, თქვენი კეთილი ნებით შემოგვიერთდებით სასარგებლო და საჭირო პროექტების წარმატებულად განხორციელებაში, რათა ერთად ვაკეთოთ კეთილი საქმე.

დეკემბერი, 2017
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
010203
04050607080910
11121314151617
18192021222324
25262728293031