ქართული English
მიმდინარე პროექტები
2012/05/16
ზეკარის წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელის სახელობის მამათა მონასტრის აღდგენა

პროექტის სათაური: ზეკარის წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელის სახელობის მამათა მონასტრის აღდგენა

პროექტის განხორციელების თარიღი: 2012–2013

ბენეფიციარი: ზეკარის წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელის სახელობის მამათა მონასტერი

საგრანტო თანხა: 2,630 ლარი

2012 წლის მაისში, ფონდმა „არძამ“ ფინანსური დახმარება გაუწია საქართველოს საპატრიარქოს ურბნისისა და რუისის ეპარქიის ზეკარის წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელის სახელობის მამათა მონასტერს. მონასტრის მთავარი ტაძარი დანგრეულა 1940 წლის მიწიძვრის დროს. გამოყოფილი თანხა, მონასტრის მშენებლობა–რესტავრაციას მოხმარდება.

ზეკარის მამათა მონასტერი, რომელიც ადრინდელი ფეოდალური ხანით თარიღდება მდებარეობს სოფ. ზღუდრეში, ქარელის რეგიონი. მონასტერი თავისი ნაგებობებით წააგავს ვერასა (ატენი) და კვირიკე წმინდის (ბორჯომის ხეობა) მონასტრებს ზეკარის კომპლექსში შედის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია, სამრეკლო, სატრაპეზო, გალავანი და სხვა ნაგებობათა ნაშთები.

ფონდი „არძა“ განაგრძობს საქართველოს კულტურული ძეგლების რეაბილიტაციისა და შენარჩუნების მხარდაჭერას, ვინაიდან ეროვნული ღირებულებების შენარჩუნება და კულტურულ–რელიგიური მემკვიდრეობაზე ზრუნვა ფონდის ერთ–ერთი ძირითადი მიმართულებაა.

ნოემბერი, 2024
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
010203
04050607080910
11121314151617
18192021222324
252627282930