ქართული English
სიახლეები
2015/06/11
საქველმოქმედო ფონდი „არძა“ ჯეგეთას სამონასტრო კომპლექსამდე მისასვლელ გზას აღადგენს

საქველმოქმედო ფონდი „არძა“ ჯეგეთას მთაზე სამონასტრო კომპლექსამდე მისასვლელი გზის აღდგენას და დამხმარე კომუნიკაციების მოწყობას უზრუნველყოფს. აღნიშნული სამუშაოების ჩატარების შემდეგ, დაიწყება სამონატრო კომპლექსის აღდგენითი სამუშაოები.

შეგახსენებთ, რომ ჯეგეთას (ურთას) მთა ხობის რაიონში მდებარეობს, სადაც შემორჩენილია მე–17–ე საუკუნეში აგებული წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ნანგრევები, რომელიც არქიტექტურული კომპლექსია. იგი შედგება პატარა სამლოცველოსგან, პალატისა და გალავნის ნაშთებისაგან. სამლოცველოს სახურავი მთლიანად, ხოლო კედლები ნაწილობრივ დანგრეულია.

სექტემბერი, 2024
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
01
02030405060708
09101112131415
16171819202122
23242526272829
30