საქველმოქმედო ფონდ „არძას“ 2014 წლის სრული ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, საერთაშორისო აუდიტორიულმა კომპანია, BDO–მ განახორციელა. გამომდინარე ფონდის საქველმოქმედო სტატუსისა, აუდიტორულმა კომპანია BDO-მ, საკუთარი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მიიღო გადაწყვეტილება, ფონდისთვის უსასყიდლოდ გაეწია აუდიტორული მომსახურება. ფონდი „არძა“ მადლობას უხდის კომპანია „BDO”-ს ფინანსური აუდიტორული შემოწმებისთვის და შესაბამისი ანგარიშის მომზადებისთვის.
ფონდი „არძა“ 2010 წელს სს „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის“ მიერ დაარსდა. ფონდმა საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსი 2013 წლის აგვისტოში მიიღო. დღიდან დაფუძნებისა, ფონდმა თავისი საქმიანობის ფარგლებში, განახორციელა რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი გარემოს დაცვის, კულტურის და განათლების მიმართულებით და დახმარება გაუწია სხვადასხვა მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა სახლებსა და ფიზიკურ პირებს.’