ქართული English
სიახლეები
2014/10/27
”ალიანს ჯგუფ ჰოლდინგი” სტამბოლის აია სოფიას კონსერვაციის სემინარის მხარდამჭერი

27-29 ოქტომბერს, ეროვნულ ბიბლიოთეკაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციის ცენტრის ორგანიზებით, მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლის სტამბოლის აია სოფიას ტაძრის რეაბილიტაციის პროექტისადმი მიძღვნილი სემინარი და გამოფენა გაიმართა. ღონისძიების ერთერთი მხარდამჭერი „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი“ გახლდათ.

პროექტის უმთავრესი მიზანია ქართველი და უცხოელი რესტავრატორების, ხელოვნების, ისტორიკოსების და ზოგადად კულტურის სფეროს წარმომადგენლებისთვის მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლის - აია სოფიას ტაძრის ისტორიული, არქიტექტურული და ფერწერული ღირებულების დეტალური გაცნობა. ლექციების პარალელურად, დარბაზში მოეწყო აია სოფიას ტაძრის ძველი და ახალი ფოტომასალის გამოფენა.  პროექტის ფარგლებში, მომხსენებლებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოში ჩატარებულ და მიმდინარე სარესტავრაციო პროექტებს.

„საქართველოს კულტურული ძეგლების რეაბილიტაციისა და შენარჩუნების მხარდაჭერა კომპანია „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის“ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ერთერთი მიმართულებაა. სწორედ, ამ მიზნით სხვა პარტნიორებთან ერთად, მხარი დავუჭირეთ აღნიშნული სემინარის ჩატარებას თბილისში. იმედი გვაქვს, მსგავსი ღონისძიებები ხელს შეუწყობს კულტურათაშორისი დიალოგის ჩამოყალიბებას, რაც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენის საქმეში“, – განაცხადა ბ–ნ აიეტ კუკავამ, „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის“ გენერალურმა დირექტორმა.

დეკემბერი, 2017
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
010203
04050607080910
11121314151617
18192021222324
25262728293031