2014/10/08
ფონდი "არძა" ლარის ახალი სიმბოლოს პრაქტიკაში გამოყენებას ნერგავს

ამიერიდან, ფონდი „არძა" ყოველდღიურ საქმიანობაში გამოიყენებს ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებულ ლარის სიმბოლოს ხელშეკრულებებში თანხის მინიშნებისას, ინვოისების გაფორმებისას, სარეკლამო ბროშურებსა და ბანერებზე, ვებგვერდსა და ფონდის მიერ გამოყენებულ ელექტრონულ სისტემებში.
ფონდი მოუწოდებს საქართველოში მოქმედ ორგანიზაციებს, შემოუერთდეს აღნიშნულ მოწოდებას, რათა ხელი შეუწყონ ლარის ახალი სიმბოლოს პოპულარიზაციას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, ქვეყნის ფარგლებს გარეთ.