ქართული English
სიახლეები
2014/07/14
„მომავლის გზამ“ ფონდ "არძას" მადლობის სიგელი გადასცა

ქველმოქმედთა სახლი ,,მომავლის გზა" 19 ივნისს 9 წლის გახდა. სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით, მომავლის გზამ ,,არტ ჰოლში" გამართა ღონისძიება, სადაც მიწვეული იყვნენ ფონდის მეგობრები, მთავრობის წარმომადგენლები და ჟურნალისტები, მათ შორის, საქველმოქმედო ფონდი "არძა", როგორც ფონდის ერთ–ერთი მხარდამჭერი. ღონისძიების პროგრამაში იყო მეგობარი კომპანიების, ჟურნალისტების და მთავრობის დაჯილდოვება.

ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა მზრუნველობამოკლებული ბავშვების ნამუშევრების გამოფენა გაყიდვა და ხელნაწერი ნივთების გამოფენა. საღამოს გაიმართა კონცერტი ცნობილი მომღერლების მონაწილეობით, კონცერტის მსვლელობისას კი, „ფონდ არძას“ ქველმოქმედთა სახლისგან მადლობის სიგელი და სპეციალური საჩუქარი გადაეცა. კომპანია მომავალშიც განაგრძობს ბავშვების გვერდზე დგომას და მათთვის საჭირო ნივთებით მომარაგებას.
თებერვალი, 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
01020304
05060708091011
12131415161718
19202122232425
262728