ქართული English
სიახლეები
2014/02/05
საქველმოქმედო ფონდმა „არძამ“ „მრავალფეროვნების სკოლის“ პროექტი დააფინანსა

ფონდ „არძას“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „ირის ჯგუფს“ შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, საქველმოქმედო ფონდმა არასამთავრობო ორგანიზაციის პროგრამის „მრავალფეროვნების სკოლის“ ერთერთი პროექტის დააფინანსა.

„მრავალფეროვნების სკოლის“ ფარგლებში ხორციელდება საზოგადოებისთვის სასარგებლო თორმეტი მოხალისეობრივი პროექტი, რომლის მიზანია  პლურალისტური საზოგადოების ჩამოყალიბება საქართველოში და ქვეყანაში მცხოვრებ განსხვავებულ სოციალურ ჯგუფებს შორის ურთიერთობის ამაღლების ხელშეწყობა. ფონდმა დააფინანსა პროექტი „ერთად მომავლისკენ“, რომლის ფარგლებში მოეწყო ტრეინინგები ხაშურის მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლში, ეფექტური კომუნიკაციისა და სამუშაოს მოძიების გზების საკითხებზე. ტრეინინგს ესწრებოდა 30–მდე მონაწილე. ტრეინინგის შემდეგ, მოხდა ბენეფიციარებისა და სკოლის მოსწავლეების წაყვანა ფილმის ჩვენებაზე, ბავშვების დაახლოებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით. ტრეინინგზე გამოვლენილი საჭიროებების გათვალისწინებით, ფონდმა „არძამ“ გადაწყვიტა ბავშთა სახლს შეუძინოს საგანმანათლებლო ნივთები და წიგნები.

ფონდი „არძა“ მომავალშიც გააგრძელებს მსგავსი ტიპის აქტივობების განხორციელებას.

დეკემბერი, 2024
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
01
02030405060708
09101112131415
16171819202122
23242526272829
3031