2013/10/15
საქველმოქმედო ფონდი "არძა" ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის 74-ე საერთაშორისო ღონისძიების სპონსორია

საქველმოქმედო ფონდი "არძა" ღონისძიების ერთ–ერთი სპონსორია. ფონდის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ახალგაზრდა თაობებში ბიზნეს ეთიკის პრინციპების დანერგვა და მზარდი თაობის სწორ ფასეულობებზე ორიენტირებაა. სწორედ ამ მიზნით, ფონდი ამ მაშტაბური საერთაშორისო ღონისძიების ადგილობრივი თანასპონსორი გახდა.
საქველმოქმედო ფონდი "არძასთან" ერთად, ღონისძიების სპოსნორები არიან ევროკავშირი, გაეროს მოსახლეობის ფონდი, საერთაშორისო ორგანიზაციები და ადგილობრივი მთავრობა. ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის 74–ე საერთაშორისო სესია თბილისში 14 ოქტომბერს დაიხურა.