ქართული English
სიახლეები
2013/10/15
საქველმოქმედო ფონდი "არძა" ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის 74-ე საერთაშორისო ღონისძიების სპონსორია
7 ოქტომბერს, 11.00 საათზე, ეროვნული ბიბლიოთეკის მთავარ საკონფერენციო დარბაზში, ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის 74-ე საერთაშორისო სესია გაიხსნა, რომელშიც 35 ქვეყნიდან 300 ახალგაზრდა მონაწილეობს. 

საქველმოქმედო ფონდი "არძა" ღონისძიების ერთ–ერთი სპონსორია. ფონდის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ახალგაზრდა თაობებში ბიზნეს ეთიკის პრინციპების დანერგვა და მზარდი თაობის სწორ ფასეულობებზე ორიენტირებაა. სწორედ ამ მიზნით, ფონდი ამ მაშტაბური საერთაშორისო ღონისძიების ადგილობრივი თანასპონსორი გახდა. 

საქველმოქმედო ფონდი "არძასთან" ერთად, ღონისძიების სპოსნორები არიან ევროკავშირი, გაეროს მოსახლეობის ფონდი, საერთაშორისო ორგანიზაციები და ადგილობრივი მთავრობა. ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის 74–ე საერთაშორისო სესია თბილისში 14 ოქტომბერს დაიხურა.
მაისი, 2024
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
0102030405
06070809101112
13141516171819
20212223242526
2728293031