საქართველოს შემოსავლების სამსახურმა, „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის“ მიერ დაარსებულ ფონდ „არძას“ საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსი მიანიჭა. 2013 წლის აგვისტოში, ფონდმა „არძამ“ შემოსავალების სამსახურს მიმართა საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების თხოვნით და წარუდგინა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 32–ე მუხლით მოთხოვნილი დოკუმენტაცია. საქართველოს კანონმდებლობით, საქველმოქმედო ორგანიზაციად ითვლება ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია საქველმოქმედო საქმიანობის განსახორციელებლად და გააჩნია საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელების არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება.
საქველმოქმედო ფონდი „არძა“ 2010 წლის 20 იანვარში დაარსდა, საფინანსო კომპანია „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის“ მიერ და დღიდან დაფუძნებისა, ფონდმა თავისი საქმიანობის ფარგლებში, განახორციელა მრავალი პროექტი, მათ შორის ისტორიული და კულტურული ძეგლების აღდგენა–რეაბილიტაცია, გარემოს დაცვითი და საგანმანათლებლო ინიციატივები. ფონდი მუდმივად ეხმარება სხვადასხვა მზრუნველობა მოკლებულ ბავშთა სახლებსა თუ მოხუცთა თავშესაფრებს.