ქართული English
სიახლეები
2013/09/09
ფონდი "არძა" ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის 74 საერთაშორისო სესიის თანა–სპონსორია

“ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის“ მიერ დაარსებული ფონდი "არძა" „ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი–საქართველოს“ მიერ ორგანიზებული 74–ე საერთაშორისო სესიის ერთ–ერთი ადგილობრივი სპონსორია. საქართველოში, მსგავსი მასშტაბის ღონისძიება პირველად ტარდება. საერთაშორისო სესიაზე მონაწილეობას მიიღებს 35 წევრი ქვეყნის 350–მდე მონაწილე. ღონისძიებაზე განიხილება ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის მიერ მთელი წლის მანძილზე ჩატარებული საქმიანობა.

ღონისძიება ევროპარლამენტის მუშაობის სიმულაციას წარმოადგენს. სესიაზე იქმნება კომიტეტები, სადაც განიხილება ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა ადამიანის უფლებები, ეკონომიკა, საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება და თავდაცვა, ტურიზმი, გარემოს დაცვა, განათლება და კულტურა, სამოქალაქო უფლებები და სხვა.

„ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის“ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ–ერთი მთავარი მიმართულება ახალგაზრდა თაობებში ბიზნეს ეთიკის პრინციპების დანერგვა და მზარდი თაობის სწორ ფასეულობებზე ორიენტირებაა. სწორედ, ამ მიზნით, კომპანიამ გადაწყვიტა  ამ მაშტაბური საერთაშორისო ღონისძიების ადგილობრივი თანა–სპონსორი გამხდარიყო.

აღნიშნული ღონისძიება ახალგაზრდებს აძლევს შესანიშნავ შესაძლებლობას წარმოაჩინონ საკუთარი თავი და ქვეყანა, ევროპის სხვა სახელმწიფოების წარმომადგენლებთან ერთად განიხილონ და იმსჯელონ აქტუალურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ პრობლემებზე და მათ შესაძლო გადაწყვეტის გზებზე, გაიცნონ და გაიზიარონ ევროპული ღირებულებები.

ფონდ "არძასთან" ერთად ღონისძიების სპოსნორები არიან ევროკავშირი, გაეროს მოსახლეობის ფონდი, საერთაშორისო ორგანიზაციები და ადგილობრივი მთავრობა.

დეკემბერი, 2024
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
01
02030405060708
09101112131415
16171819202122
23242526272829
3031