ქართული English
სიახლეები
2012/03/26
ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი ხელს უწყობს ფარიკაობის სპორტის განვითარებას საქართველოში

2012 წლის 23–26 მარტს პოლონეთის ქ. ვროცლავში გაიმართა ბავშვთა საერთაშორისო ტურნირი ფარიკაობაში (1999–2000 წ.წ. დაბადებულთა შორის). ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის საქველმოქმედო ფონდი „არძას“ ფინანსური მხარდაჭერით, ტურნირში მონაწილეობის მისაღებად საქართველოდან გაემგზავრა საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის გოგონათა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ხათუნა ჭუმბურიძე და მოფარიკავე ანა მელია. ანა მელია უკვე წელიწადნახევარია რაც ეუფლება ფარიკაობას და 2011 წლის მოფარიკავეთა საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია.

აღნიშნულ ტურნირში მონაწილეობას იღებდა 151 გოგონა, მსოფლიოს 32 ქვეყნიდან, მათ შორის: უნგრეთი, პოლონეთი, რუმინეთი, იტალია, უკრაინა, რუსეთი, სლოვაკეთი და ა.შ. პირველ შესარჩევ ტურში ანამ  სამი ბრძოლა მოიგო და გადავიდა ოლიმპიური სისტემის შემდეგ ტურში. ანა მელიას ტურნირის ბოლო ეტაპზე რუსეთის წარმომადგენელთან მოუხდა შებრძოლება, რომელიც 12–10 ანგარიშით, რუსის გამარჯვებით დასრულდა. როგორც ნაკრების მთავარი მწვრთნელი აღნიშნავს:  „ანა მხოლოდ წელიწადნახევარია ვარჯიშობს, რაც ძალიან მცირე დროა სპორტის ამ სახეობისათვის. თუმცა, მიღებული შედეგებით კმაყოფილი ვართ, რადგან ანას ძლიერ კონკურენტებთან მოუწია ბრძოლა.“

აპრილი, 2024
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
01020304050607
08091011121314
15161718192021
22232425262728
2930