ქართული English
სიახლეები
2012/03/08
განსაკუთრებული საჩუქარი ხანდაზმულებს 8 მარტს

2012 წლის 8 მარტს ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ფონდმა „არძამ“ „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგისა“ და მისი თანამშრომლების ფინანსური მხარდაჭერით, ფონდი „თაობის“ დღის ცენტრის მოსარგებლე 27 ხანდაზმულისათვის გამართა საქველმოქმედო აქცია.

საქველმოქმედო აქციის მიზანი იყო მოხუცებისათვის სოციალური–კულტურული ღონისძიების გამართვა და მათი სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთებით აღჭურვა, აგრეთვე, მოხუცების მორალური მხარდაჭერა. საქველმოქმედო აქცია ძალიან ხალისიანად და წარმატებით ჩატარდა, ხანდაზმულებმა თავიანთი უზომო კმაყოფილება და სიხარული აქციაში აქტიური ჩართულობით გამოხატეს.

აპრილი, 2024
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
01020304050607
08091011121314
15161718192021
22232425262728
2930