ქართული English
ისტორია

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ფონდი „არძა“ დაარსდა 2010 წლის 20 იანვარს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად. ფონდი დაფუძნებულია სააქციო საზოგადოება „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის“ მიერ და ფონდის მართვის უმაღლესი ორგანოა კომპანიასთან არსებული სოციალური კომიტეტი.

სს „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი“ დაარსდა 2005 წელს ქართველი, ამერიკელი და ევროპელი აქციონერების მიერ. კომპანია მართავს ფინანსურ სფეროში დივერსიფიცირებულ შვილობილ კომპანიებს. კომპანიის მიერ ფონდი „არძას“ დაარსების ერთ–ერთი მთავარი მიზანია კომპანიის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარება და მნიშვნელოვანი ღირებულებების შექმნა არა მარტო აქციონერებისა და მომხმარებლებისათვის, არამედ მთელი საზოგადოებისათვის.

დღიდან დაფუძნებისა, ფონდმა თავისი საქმიანობის ფარგლებში, განახორციელა რამდენიმე პროექტი და  დახმარება გაუწია სხვადასხვა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს.

2013 წლის აგვისტოში, საქართველოს შემოსავლების სამსახურმა, ფონდ „არძას“ საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსი მიანიჭა.

დეკემბერი, 2024
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
01
02030405060708
09101112131415
16171819202122
23242526272829
3031