ქართული English
გარემოს დაცვა

გარემოს დაცვა და კლიმატური ცვლილებები XXI საუკუნის მთავარი გამოწვევაა. გამოკვლევებმა გვიჩვენა თუ რა დამანგრეველი შედეგები შეიძლება მოყვეს გარემოს დაცვის პრობლემების უგულვებელყოფას. თანამედროვე მსოფლიოში, ყველა აღიარებს რომ გარემოზე ზრუნვა არამხოლოდ ცალკეული სამთავრობო უწყებების მოვალეობაა, არამედ ყველამ, განსაკუთრებით კი კერძო სექტორმა უნდა გაითვალისწინოს თავიანთი როლი გარემოს დაცვის კუთხით. სწორედ ამიტომ, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ჭრილში, გარემოზე ზრუნვას  ერთ–ერთი წამყვანი ადგილი უკავია. 

სს „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის“ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ–ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას სწორედ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა წარმოადგენს. კერძოდ, კომპანიის საქმიანობის გარემოზე მოხდენილი უარყოფითი ზეგავლენის შემცირება, ნარჩენების რეციკლირება, გარემოს დამზოგავი ტექნოლოგიების გამოყენება ენერგოეფექტურობის გაზრდის მიზნით,  მწვანე ოფისის კონცეფციის გამოყენება, გამწვანებისა და დასუფთავების აქციებში აქტიური ჩართულობა.

ფონდი „არძას“ პრიორიტეტული საქმიანობა გარემოს დაცვის კუთხით გულისხმობს ქალაქისა და მისი შემოგარენის გამწვანებისა და დასუფთავების ინიციატივებში მონაწილეობას, სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბებაში ჩართულობას, სხვადასხვა გარემოსდაცვითი საგანმანათლებლო სემინარების ჩატარებასა და გამწვანების აქციებში მონაწილეობას.

ამჟამად, „არძა“ გეგმავს განახორციელოს პროექტი „წალკოტი“, რომლის მთავარი მიზანია თბილისის ირგვლივ ეკოლოგიურად მწვანე მასივის მოშენება და ქალაქში სუფთა გარემოსა და ჯანსაღი კლიმატის შექმნა. ფონდი მიზნად ისახავს სხვადასხვა დაინტერესებულ პირებთან და ექსპერტებთან კონსულტაციით, მრავალწლიანი სტრატეგიული გეგმის შემუშავებას, რომლის საშუალებითაც დაინერგება გარემოს დაცვის ეფექტური პლატფორმა.

დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ მიმდინარე პროექტების გვერდი.

დეკემბერი, 2024
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
01
02030405060708
09101112131415
16171819202122
23242526272829
3031