ფონდი „არძას“ მისიაა საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმიანობის განხორციელება, რომელიც ორიენტირებული იქნება საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფისათვის გრძელვადიანი შედეგების მოტანასა და ჯანსაღი გარემოს შექმნაზე.
ფონდი „არძას“ განსაკუთრებულ პრიორიტეტულ სფეროებს წარმოადგენს:
• გარემოს დაცვა
• კულტურა
• განათლება
• სოციალური დაცვა
ფონდის ერთ–ერთი მიმართულება აგრეთვე საქველმოქმედო პროექტებია. ფონდი თავისი საქმიანობის ფარგლებში და „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის“ თანამშრომელთა ჩართულობით, ხშირად მონაწილეობს სხვადასხვა ტიპის საქველმოქმედო აქციებში.