ქართული English
სიახლეები
2013/03/26
ფონდი „არძა“ საქველმოქმედო სახლ „მომავლის გზის“ ბავშვთა სახლს ეხმარება
ფონდი „არძა“ საქველმოქმედო სახლ „მომავლის გზის“ ბავშვთა სახლს ესტუმრა და მათი საჭიროებების გათვალისწინებით, მატრასებითა და საკვები პროდუქტებით მოამარაგა. ვინაიდან ბავშვთა სახლი ფულადი და არაფულადი შემოწირულობებით არსებობს, ფონდი მომავალშიც აპირებს მსგავსი აქციებით ბავშვების დახმარებას და მათთვის საჭირო ინვენტარით უზრუნველყოფას, რაც საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ემსახურება. „მომავლის გზის“ ბავშვთა სახლში ამჟამად 10 მზრუნველობამოკლებული ბავშვი ცხოვრობს.

ფონდი „არძა“ დაარსდა 2010 წელს, სს „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის“ მიერ და სრულად ფინანსდება კომპანიისა და მისი თანამშრომლების შემოწირულობებით. ფონდის მისიაა საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობის განხორციელება, რომელიც ორიენტირებული იქნება საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფისათვის გრძელვადიანი შედეგების მოტანასა და ჯანსაღი გარემოს შექმნაზე.
იანვარი, 2020
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
0102030405
06070809101112
13141516171819
20212223242526
2728293031