ქართული English
სიახლეები
2012/05/17
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი – ასოციაცია "სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსათვის"

 2012 წლის 17 მაისს, ფონდ „არძას“ და ასოციაცია „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსათვის“ შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. ხელშეკრულებას ხელი ფონდი „არძას“ დირექტორმა, აიეტ კუკავამ და ასოციაციის თავჯდომარემ, ივანე გრიგოლაშვილმა მოაწერეს.

მემორანდუმის მიზანია საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმიანობის განხორციელების მიზნით თანამშრომლობა. მხარეები საკუთარი საქმიანობის სპეციფიკიდან და ხასიათიდან გამომდინარე, შეიმუშავებენ და განახორციელებენ ერთობლივ პროექტებს, რომლებიც მიმართული იქნება სოციო–ეკონომიკური და განათლების სფეროს განვითარებისკენ.

იანვარი, 2020
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
0102030405
06070809101112
13141516171819
20212223242526
2728293031