ქართული English
სიახლეები
2011/11/09
კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტთა დაჯილდოვება

2011 წლის 9 ნოემბერს, სს ”ალიანს ჯგუფი ჰოლდინგმა” ფონდი "არძას" ეგიდით კავკასიის უნივერსიტეტში, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის საგანში საუკეთესო შედეგების მქონე სამი სტუდენტი დააჯილდოვა. სტუდენტებმა საჩუქრად მიიღეს ფულადი ჯილდოები, წიგნები კორპორაციული ბიზნეს ეთიკის თემაზე და საშუალება მიეცათ გაიარონ 3–6 თვიან სტაჟირება სს ”ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი”–ს შვილობილ კომპანიებში.

პირველი ადგილის მფლობელი რევაზ კოტრიკაძე უკვე ალიანს ჯგუფ კაპიტალში მუშაობს, როგორ რევაზი აღნიშნავს, მსგავსი ინიციატივა დიდ სტიმულს აძლევს სტუდენტებს, მეტი ძალისხმევა ჩადონ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის შესწავლაში. 

გასულ წელს ხელმოწერილი მემორანდუმის შესაბამისად, ”ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი” კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის საგანში საუკეთესო შედეგების მქონე სტუდენტებს ყოველწლიურად დაასაჩუქრებს.

აგვისტო, 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
01020304
05060708091011
12131415161718
19202122232425
262728293031