ქართული English
მიმდინარე პროექტები
2012/04/24
პროექტი "წალკოტი"

ფონდი „არძა“ გეგმავს განახორციელოს პროექტი „წალკოტი,“ რომლის მიზანია ხელი შეუწყოს 10–15 წლის ვადაში თბილისის ირგვლივ  ეკოლოგიურად მწვანე მასივის მოშენებასა და ქალაქში სუფთა გარემოსა და ჯანსაღი მიკროკლიმატის შექმნას. ფონდი მიზნად ისახავს სხვადასხვა დაინტერესებულ პირებთან და ექსპერტებთან კონსულტაციით, მრავალწლიანი სტრატეგიული გეგმის შემუშავებას, რომლის საშუალებითაც დაინერგება გარემოს დაცვის ეფექტური პლატფორმა.

პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებების გატარება:

ა) დარგის სპეციალისტების მიერ გამოკვლეულ იქნეს თუ რა ჯიშის ხეებით იყო გაშენებული თბილისი და მისი შემოგარენის ტყეები;
ბ) შესწავლილ იქნეს თუ რა ჯიშის ხეების გაშენებაა მიზანშეწონილი;
გ) შესწავლილ იქნეს და დაიგეგმოს ქალაქისა და მისი შემოგარენის რომელი ტერიტორიის გამწვანება იქნება პრიორიტეტული;
დ) შემუშავდეს დეტალური ინსტრუქციები თუ როგორ უნდა დაირგას კონკრეტული ჯიშის ხე და როგორ გავუფრთხილდეთ დარგულ ხეებს;
ე) მოხდეს შესაბამისი კონტროლი დარგვის შემდგომ ნარგავების შესაბამის ზრდა-განვითარებაზე;
ვ) გეგმის შედეგები საჯარო და ხელმისაწვდომი გახდეს ნებისმიერი ამ საქმეში მონაწილეობისა და წვლილის შეტანის მსურველთათვის.
ზ) ეფექტური ინტერაქტიული რუკა და სტრატეგიული გეგმა განთავსებული იქნება პროექტის ვებგვერდზე.

ფონდი „არძა“ მზად არის აქტიურად ითანამშრომლოს ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციასთან და პირებთან რათა ერთიანი ძალისხმევით მოხდეს ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნა თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში.

 

აპრილი, 2024
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
01020304050607
08091011121314
15161718192021
22232425262728
2930