ქართული English
სიახლეები
2014/10/20
„ალიანს ჯგუფ ჰოლდინგმა“ კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები დააჯილდოვა

18 ოქტომბერს,  „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის“ გენერალურმა დირექტორმა ბ–ნ აიეტ კუკავამ კავკასიის უნივერსიტეტში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის საგანში საუკეთესო შედეგების მქონე სამი სტუდენტი დააჯილდოვა. უნივერსიტეტსა და „ალიანს ჯგუფ ჰოლდინგს“ შორის გაფორმებული თანამშრომლობის ფარგლებში, აღნიშნული დაჯილდოება უკვე მეოთხე წელია იმართება.

წელს გამარჯვებულები გახდნენ ანანო ჯანხოთელი, ლაშა კივილაძე და ელენე თოდრია. შეხვედრის ბოლოს გამარჯვებულებს საჩუქრად წიგნები და ფულადი პრიზები გადაეცა. სტუდენტებს ასევე ეძლევათ საშუალება ჩაერთონ ღონისძიების, “ბრაიან ტრეისი თბილისში” მოსამზადებელ პროცესში და მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება ღონისძიებების მენეჯმენტში.

ბრაიან ტრეისი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალმოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი კონსულტანტია ბიზნესის მართვის, გაყიდვების, ლიდერობისა და პიროვნული განვითარების საკითხებში. 2015 წლის 21 თებერლვას იგი თბილისში ერთ-დღიან მასტერკლასს ჩაატარებს, რომლის გენერალური სპონსორი “ალიანს ჯგუფი ჰოლდინგია”.

აპრილი, 2024
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
01020304050607
08091011121314
15161718192021
22232425262728
2930