ქართული English
სიახლეები
2014/10/08
ფონდი "არძა" ლარის ახალი სიმბოლოს პრაქტიკაში გამოყენებას ნერგავს
საქველმოქმედო ფონდი „არძა" უერთდება საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივას და ქართული ეროვნული ვალუტის – ლარის ახალი სიმბოლოს პოპულარიზაციის მიზნით, პრაქტიკაში ნერგავს ლარის განახლებული სიმბოლოს გამოყენებას.

ამიერიდან, ფონდი „არძა" ყოველდღიურ საქმიანობაში გამოიყენებს ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებულ ლარის სიმბოლოს ხელშეკრულებებში თანხის მინიშნებისას, ინვოისების გაფორმებისას, სარეკლამო ბროშურებსა და ბანერებზე, ვებგვერდსა და ფონდის მიერ გამოყენებულ ელექტრონულ სისტემებში.

ფონდი მოუწოდებს საქართველოში მოქმედ ორგანიზაციებს, შემოუერთდეს აღნიშნულ მოწოდებას, რათა ხელი შეუწყონ ლარის ახალი სიმბოლოს პოპულარიზაციას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
აპრილი, 2024
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
01020304050607
08091011121314
15161718192021
22232425262728
2930